LIKE

საზოგადოების შესახებ

ფიროსმანის მემკვიდრეობის დაცვის საზოგადოება დაარსდა 2013 წელს და მისი მიზანია ფიროსმანის მემკვიდრეობის დაცვა, პოპულარიზაცია და ფიროსმანის ცხოვრებით და შემოქმედებით დაინტერესებულ პირთა და პროფესიონალთა ჩართვა ამ პროცესში. საზოგადოების დამფუძებლები არიან ხელოვნებათმცოდნე, ჟურნალისტი ქეთევან ჭარხალაშვილი, მწერალი და ფიროსმანის ცხოვრების მკვლევარი გიორგი კაკაბაძე, ჟურნალისტი, ფიროსმანის ცხოვრების მკვლევარი ნელი კობიაშვილი, მერაბ ძნელაძე, არქეოლოგი. საზოგადოების მიზანია ფიროსმანის საფლავის პოვნა და ამ მიმართულებით უკვე გადადგმულა გარკვეული ნაბიჯები. ეს პროექტი ამჯამად მიმდინარეობს და საზოგადოება ინფორმირებული იქნება მასთან დაკავშირებული სიახლეების შესახებ. თუ გაქვთ რაიმე სახის ინფორმაცია რაც ფიროსმანთანაა დაკავშირებული და ყურადღებას საჭიროებს გთხოვთ შეგვატყობინოთ და ჩვენი საზოგადოება დაიწყებს მუშაობას აღნიშნულ საკითხზე.
ფიროსმანის მემკვიდრეობის დაცვის საზოგადოება

No comments:

Post a Comment

Comment